რეზონანსი
(30.03.2023)

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აკრიტიკებს იმ ფაქტს, რომ რუსეთი, 1-ელ აპრილს გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

„გაერო-ს უშიშროების საბჭოს რუსეთის მიერ თავმჯდომარეობა ცუდი ხუმრობაა. რუსეთმა მიიტაცა თავისი ადგილი. ის აწარმოებს კოლონიალურ ომს, მისი ლიდერი ომის დამნაშავეა, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ბავშვების გატაცებისთვისაა ძებნილი", - წერს კულება „ტვიტერზე".

მისი განცხადებით, მსოფლიო არ შეიძლება იყოს უსაფრთხო ადგილი, როცა რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოშია.

„მსოფლიო არ შეიძლება იყოს უსაფრთხო ადგილი, როცა რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოშია. რუსეთი უშიშროების საბჭოს ბოლოს 2022 წლის თებერვალში თავმჯდომარეობდა. ის უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა", - წერს კულება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე