რეზონანსი
(27.03.2023)

უნგრეთის პარლამენტმა ფინეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება მოახდინა და პარლამენტის წევრთა 96%-მა მხარი დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ ფინეთი ვერ გახდება ნატოს სრულუფლებიანი წევრი, სანამ ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის პარლამენტი არ დაუჭერს მხარს კანონს.

ნატოში გაწევრიანების კანონს ფინეთის პრეზიდენტმა ხელი 23 მარტს მოაწერა.

ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი უკვე დაუჭირა თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმაც. ამის შემდეგ, რატიფიცირება უკვე თურქეთის პარლამენტმა უნდა მოახდინოს.

რაც შეეხება შვედეთს, გადაწყვეტილებას ნატოს წევრი სახელმწიფოები მოგვიანებით მიიღებენ.

ფინეთმაც და შვედეთმაც ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოთქვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე