რეზონანსი
(27.03.2023)

აღნიშნული განცხადება "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ბიუროს სხდომაზე გააკეთა, სადაც საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის დაწყებაში დახმარება პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს სთხოვა.

ხვიჩია ბიუროს თითქმის ყველა სხდომაზე იმას ითხოვს, რომ კომიტეტებმა მის მიერ ინიცირებული კანონპროექტები განიხილოს.

"ჩემი თემები მაწუხებს - ჩემს კანონპროექტებს რომ არ იხილავთ... ჩემს მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა ახლაც გადაავადეს. საკითხი უკანონო პატიმრებს ეხება. რა გახდა, რომ მართლა სერიოზულად დავსხდეთ და გადაწყვეტილება მივიღოთ - რატომ გვინდა, რომ ეს ხალხი ციხეში იჯდეს, მაშინ, როცა არ უნდა ისხდნენ და ჩვენ ნებისმიერ სხვა საკითხს ვიხილავდეთ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე