რეზონანსი
(27.03.2023)

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინის საელჩოსთან 28 მარტს დაგეგმილ აქციასთან, საპატრიარქოს კავშირი არ აქვს.

გავრცელდა ინფორმაცია, 28 მარტს საეკლესიო თემასთან დაკავშირებული აქციის შესახებ, რომელიც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხება. როგორც ნათქვამია განცხადებაში, მსვლელობა უკრაინის საელჩოსთან საპროტესტო აქციით უნდა დასრულდეს და თითქოს მონაწილეობა უნდა მიიღონ ჩვენი ეკლესიის სასულიერო პირებმაც.

ვაცხადებთ, აღნიშნულ აქტივობას საქართველოს საპატრიარქოსთან კავშირი არა აქვს და სხვა ქვეყნის სახელმწიფო წარმომადგენლობასთან საპროტესტო აქციებში მონაწილეობისაგან სასულიერო პირებმა თავი უნდა შეიკავონ," - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე