რეზონანსი
(22.03.2023)

დღეს დი­ლით მუ­ხი­ან­ში, დუმ­ბა­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთი კორ­პუ­სის ლიფ­ტში გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი იპო­ვეს. გარ­დაც­ვლილს სხე­ულ­ზე დამ­წვრო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და და ჭრი­ლო­ბე­ბი ცივი ია­რა­ღით ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. გარ­დაც­ვლი­ლი 64 წლის რა­მაზ ბა­სი­ლა­ძე, რო­მე­ლიც მუ­ხი­ან­ში მე-4ბ მიკ­რო­რა­ი­ო­ნის 42-ე კორ­პუს­ში ცხოვ­რობ­და, იქ სა­დაც მისი ცხე­და­რი ნა­ხეს.

ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცოტა ხნის წინ პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, 45-წლამ­დე ასა­კის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა და მიმ­დი­ნა­რე­ობს მისი და­კი­თხვა. სან­დო წყა­როს ცნობით, მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი ნარ­კო­ტი­კე­ბია.

საქ­მის პრო­კუ­რო­რის ლე­ვან ჟორ­ჟო­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­დე­ბა და კი­თხვებს პა­სუხი გასეცემა.

"და­ზი­ა­ნე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი დად­გინ­დე­ბა და ამის შემ­დეგ იქ­ნე­ბა პა­სუ­ხი. და­ი­კი­თხე­ბა ყვე­ლა მოწ­მე, სად და რო­გორ აღ­მო­აჩი­ნეს [გარ­დაც­ვლი­ლი]. ყვე­ლა დე­ტა­ლი გა­ირ­კვე­ვა. ყვე­ლა სა­ჭი­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, ია­რაღ­საც ეძებს გა­მო­ძი­ე­ბა და ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს რომ იპო­ვოს”, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ჟორ­ჟო­ლა­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე