რეზონანსი
(30.11.2022)

როგორც ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა, მეორე წელი როცა გვაქვს ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა, ეს უკვე არ არის შემთხვევითობა.

„ეს ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა დინამიკურად ვითარდება, იზრდება მშპ და იზრდება ბევრი კომპონენტი, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმებას", - აღნიშნა ექსპერტმა.

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ბოლო ათ თვეში - საქსტატი ახალ მონაცემებს აქვეყნებს. მარტო ოქტომბერში ზრდამ 8 პროცენტზე მეტი შეადგინა. ექსპერტები და დარგის სპეციალისტები დადებით ტენდენციას მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე