რეზონანსი
(30.11.2022)

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, რეინჯერებისა და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივი მუშაობით, ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა. დაკავებული იქნა ორი ბრაკონიერი, რომელთაც აღმოაჩნდათ მოკლული ჯიხვი , - ამის შესახებ ინფორმაცია დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

ანტიბრაკონიერულ ღონისძიებაში, ერთობლივად, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერები და სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის N5 სამმართველოს თანამშრომლები იყვნენ ჩართული. ამოღებულ იქნა არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და გლუვლულიანი სანადირო თოფი.

„დაცულ ტერიტორიებზე ნადირობა და იარაღით გადაადგილება იკრძალება და ისჯება კანონის შესაბამისად.

ერთად დავიცვათ საქართველოს ბუნება!", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე