რეზონანსი
(30.11.2022)

როგორ ლოგიკაში და ისტერიაში არიან იცით: აი, ვიღაც, რომ იყოს ბოროტების პარტიის წარმომადგენელი, სიკეთეს რომ დააწერ ნებისმიერ რაღაცას, გინდა სლოგანად მოიტანო, გინდა ნებისმიერ შენობას რომ დააწერო სიკეთე, ამის წინააღმდეგ გაილაშქრებენ, თუ მაგალითად, უნდათ ეკლესიის წინააღმდეგ გალაშქრება, რა თქმა უნდა, ამ ხალხს ჯვარი გააღიზიანებთ. ამ ლოგიკით შეიძლება დააყენონ საკითხი, რომ ავკრძალოთ ნაწარმოები "ომი და მშვიდობა", თან ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი იყო ტოლსტოიო და თან მშვიდობაა სიტყვა ნახსენებიო.

ასეთ სიგიჟეში, უტოპიაში არიან წასულები და ამას სერიოზულად ლაპარაკობენ. ახლა ეს წარწერა საერთოდ უნდა მოვაშოროთო. ხალხს, რომელსაც აღიზიანებს მშვიდობა, მე მგონია, რომ სერიოზული შეფასებაც არ სჭირდება, ამიტომ ვხუმრობთ კიდეც, მაგრამ მთლად სახუმარო ამბავიც არაა. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში აღმოჩნდა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სიტყვა მშვიდობაც კი აღიზიანებთ და შემდეგ სწყინთ ომის პარტიის წარმომადგენლებს რომ ვეძახით.

ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ თბილისის მერიის საახალწლო სლოგანთან გამოთქმულ კრიტიკაზე თქვა. სლოგანი წელს "მშვიდობის ქალაქი" იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე