რეზონანსი
(28.11.2022)

საშვის გარეშე ყველა პარლამენტის დარბაზში მოხვდეს, ასეთი რამ არ გამიგია, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციას.

„არსებობს ლაივ სტრიმი პარლამენტის სხდომიდან, რომ იქ ნათქვამი აზრები იყოს საჯარო და ამისთვის არსებობს სხვადასხვა საპარლამენტო ინსტრუმენტები, მაგალითად საკანონმდებლო წინადადება, როდესაც მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს საკანონმდებლო პროცესში და თვითონ წარმოადგინოს ინიციატივები, მაგრამ საშვის გარეშე ყველა პარლამენტის დარბაზში მოხვდეს, ასეთი რამ არ გამიგია", - განაცხადა ხვიჩიამ.

რატომ უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მსურველს პარლამენტში უკონტროლოდ შესვლის შესაძლებლობა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მორიგი სადავო რეკომენდაცია. ორგანიზაციის მოსაზრებით, მოქალაქეებს საშვი არ უნდა სჭირდებოდეთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე