რეზონანსი
(28.11.2022)

შეიძლება ხვალ გვითხრან, რომ აქციის ჩატარების უფლება მოგვეცით პლენარულ სხდომათა დარბაზშიო. არ ვიცი რამდენად სერიოზულად უნდა მოვეკითხოთ ამ საკითხს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციას.

„რაიმე კვლევა თუ აქვთ, რომელ ქვეყანაში ხდება პლენარულ სხდომაზე შესაბამისი უსაფრთხოების ზომების და შესაბამისი პროცედურების გავლის გარეშე დასწრება. ყველგან არსებობს შესაბამისი წესი და პროცედურები", - აცხადებს ოხანაშვილი.

რატომ უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მსურველს პარლამენტში უკონტროლოდ შესვლის შესაძლებლობა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მორიგი სადავო რეკომენდაცია. ორგანიზაციის მოსაზრებით, მოქალაქეებს საშვი არ უნდა სჭირდებოდეთ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე