რეზონანსი
(28.11.2022)

რაჭაში, შაორის წყალსაცავთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე დაშავდა.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.

წყარო: „ინფო რუსთავი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე