რეზონანსი
(28.11.2022)

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ერთმანეთს შეჯახებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და მსუბუქი ავტომობილი.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა და სამივე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე