რეზონანსი
(28.11.2022)

ხაშურისა და სურამის ეპარქიაში, ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, ხაშურის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი 16:00 საათზეა ჩანიშნული.

პროკურატურა პატიმრობის შუამდგომლობას დააყენებს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ბრალდებულების ინტერესებს საზოგადოებრივი ადვოკატი დაიცავს. ადვოკატი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.

როგორც ადვოკატმა გიორგი ჯეირანაშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ.

"დანიშნულია სხვადასხვა ექსპერტიზები, ჩატარებულია საგამოძიებო მოქმედებები და ამის საფუძველზე გამოძიებას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კონკრეტული მუხლებით მათ ჩაიდინეს აღნიშნული ქმედება.

ორივემ მკაფიოდ დააფიქსირეს პოზიცია რომ წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან. რაც შეეხება სხვა დეტალებს, საუბრისგან თავი შეიკავეს, მათ შორის, ჩვენების მიცემისგან," - განაცხადა ადვოკატმა.

"რუსთავი 2"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე