რეზონანსი
(28.11.2022)

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში" ადამიანები ძალაუფლების გადანაწილებისთვის იბრძვიან.

მისივე თქმით, პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესი პარტიული კულტურის განვითარებას არ ეხება.

„ეს ხალხი იბრძვის ძალაუფლების გადანაწილებისთვის. როგორც ჩანს, პარტიის შიგნით ბრძოლას ემატებიან სუბიექტები, რომელთა პარტიაში შეყვანასაც ოლიგარქები ცდილობენ. ეს არის პროცესი არა პარტიული კულტურის განვითარების, არამედ ძალაუფლების გადანაწილებისთვის - რომელი ჯგუფი რომელი ოლიგარქის მიერ, როგორ დაფინანსებას მიიღებს. ბრძოლა მიმდინარეობს ფულადი სახსრების გადანაწილებისთვის", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე