რეზონანსი
(28.11.2022)

ნიკა მელიას განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატები, „გაურკვეველ კამპანიებს აწარმოებენ", რაც მისივე სიტყვებით სამარცხვინო სახეს იღებს. შესაბამის განცხადება პარტიის მოქმედმა „თავმჯდომარემ" Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„საარჩევნო კამპანიასა და პერიპეტიებში გართულებს, გვავიწყდება მთავარი გამოწვევა - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა. საარჩევნო პროცესი ოფიციალურად ჯერ არც დაწყებულა და უკვე სცდება ნორმალური პოლიტიკური პროცესის ფარგლებს, იღებს სამარცხვინო სახეს, რაც შესაძლოა, დამაზიანებელი აღმოჩნდეს როგორც პარტიისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის", - აღნიშნავს მელია.

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს - ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელია და გიორგი მუმლაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე