რეზონანსი
(28.11.2022)

თბილისში, კავკასიის სამედიცინო ცენტრში ძალადობის მსხვერპლი მონაზონის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობენ. ცხრამუხის მონასტრის წინამძღვარმა, დეკანოზმა მიქაელ ელიაძემ "მთავარ არხს" უთხრა, 70 წლის მონაზვნის მდგომარეობა უმჯობესდება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ინტენსიურშია, პალატაში, მკურნალობს, რეაბილიტაციას გადის, ასე ვიცი მე, რომ სიცოცხლესთან შეუთავსებელი, ღვთის მადლით, არაფერი არ სჭირს", - ამბობს დეკანოზი, მიქაელ ელიაძე. 

ხაშურის დედათა მონასტერში 25 ნოემბერს, ორმა პირმა 70 წლის მონაზონს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და მასზე სექსუალურად იძალადა. ქალი მონასტერში, სავარაუდოდ, მარტო იმყოფებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე