რეზონანსი
(27.11.2022)
რუსთავში 60 წლამდე ვასიკო ბაკურაძეს ეძებენ.
დაკარგული კაცის ახლობელმა განაცხადა, რომ 60 წლამდე მამაკაცი 23 ნოემბერს დილის 05:00 საათზე სამსახურში წავიდა და მას შემდეგ არავის უნახვს.
"სახლიდან გავიდა დიდლის 5 საათზე მიდიოდა სამსახურში, ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ლესელიძის მიმართულებით. ველოსიპედით გადაადგილდებოდა ყოველთვის, ახლაც ველოსიპედით იყო, ფეხით არასდროს დადიოდა",- აცხადებს დაკარგული კაცის ნათესავი.
მისი თქმით 60 წლამდე ვასიკო ბაკურაძეს სამართალდამცავებიც ეძებენ.
თუ ფლობთ დაკარგული კაცის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას, დაუკავშირდით ოჯახს ნომერზე - 577528990
წყარო: "ინფო რუსთავი"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე