რეზონანსი
(27.11.2022)

ახლახანს, ავტოკატასტროფაში გარდაცვლილი 23 წლის გოგონა ნატო რეხვიაშვილია.

"შეწყვეტილი სიცოცხლე!

ავტო კატასტროფის მსხვერპლი - ნატული ენძელას ჰგავდა...23 გაზაფხულის ქორწილის მაყარი იყო და საკუთარი ქორწილის დედოფლობას ვერ ეღირსა, მტარვალმა წუთისოფელმა შეუმოკლა სავალი გზა დიდი სოფლისაკენ...24-ე არშემდგარი ახალი წელი და ქვად ქცეული ნატული, ნიჭიერების სკივრი, სითბო - სიყვარულით, კეთილშობილებით, სათნოებით გამორჩეული ახლა უკვე სოფელ ჭიორის, მთელი რაჭის, ნათესავ - მეგობრების მოუშუშებელ ტკივილად იქცა, თურმე დაბადებისას მხოლოდ 23 კაშკაშა ვარსკვლავი დაჰნათოდა ჩვილს...ასე დაწერა ნატო რეხვიაშვილის ბედი წერა- მწერალმა!

ნათელში იყავი, შვილო! გამძლეობას ვუსურვებ შენს მშობლებს", - წერენ სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე