რეზონანსი
(09.08.2022)

ანექსირებულ ყირიმში ავიაბაზის აფეთქებების შემდეგ ე.წ. "ტერორისტული საფრთხის ყვითელი დონე" გამოცხადდა.

როგორც რუსეთის მიერ დანიშნულმა ნახევარკუნძულის ხელისუფლების ე.წ. ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა თქვა, ეს რეჟიმი 24 აგვისტომდე იმოქმედებს რამდენიმე ოლქის ტერიტორიაზე.

რეჟიმი შემოღებული იქნა დღეს სამხედრო აეროდრომზე განხორციელებული აფეთქებების შემდეგ, მაგრამ არა თავად აეროდრომის მიდამოში, არამედ მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 70-100 კილომეტრში.

შეგახსენებთ, რომ ნოვოფედოროვკაში, აფეთქებებთან დაკავშირებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

ამტკიცებს, რომ თავდასხმას ადგილი არ ჰქონია და მხოლოდ საავიაციო საბრძოლო მასალა აფეთქდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იერიშები ავიადრომზე, 300 კილომეტრის რადიუსზე მოქმედი "ჰაიმარსის" სარაკეტო სისტემიდან მიიტანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე