რეზონანსი
(09.08.2022)

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმი უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ დაბრუნების შემდეგ შავი ზღვის მარგალიტი, ეროვნული პარკი, უნიკალური ბუნებით და მსოფლიო კურორტი იქნება და არა ტერორისტების სამხედრო ბაზა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაცია - გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია. ყირიმის ნახევარკუნძულის მომავალია იყოს შავი ზღვის მარგალიტი, ეროვნული პარკი უნიკალური ბუნებით და მსოფლიო კურორტი. ის არ უნდა იყოს სამხედრო ბაზა ტერორისტებისთვის. ყველაფერი ჯერ ახლა იწყება",- განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე