რეზონანსი
(09.08.2022)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა.

„როდესაც შენ ტოვებ გუნდს, მიდიხარ და, ფაქტობრივად, საქართველოს უდგები ოპოზიციაში, ამას ჩვენ ერთიანობის მაგალითს ვერ დავარქმევთ", - აცხადებს მათიკაშვილი.

გიორგი გახარია პოლიტიკურ სპექტრს ერთიანობისკენ მოუწოდებს. პარტია „საქართველოსთვის" ლიდერი ამბობს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მტერთან საბრძოლველად ისე უნდა გაერთიანდნენ, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე