რეზონანსი
(09.08.2022)

რიო-დე-ჟანეიროში გერმანელი დიპლომატი, უვე ჰერბერტ ჰანი დააკავეს, რომელსაც საკუთარი ბელგიელი მეუღლის მკვლელობაში ედება ბრალი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

დაკავებული ირწმუნება, რომ მისი მეუღლე საცხოვრებელი სახლიდან გადმოვარდა. თუმცა, პოლიციამ დიპლომატი მკვლელობაშ ეჭვმიტანილად მიიჩნია მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ სახლში სისხლის კვალი იპოვა, გარდაცვლილს სხეულზე კი მრავლობითი ჭრილობები აღმოაჩნდა.

ბერლინის საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

ცნობისთვის, წყვილი ერთად 23 წელი ცხოვრობდა.

tia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე