რეზონანსი
(09.08.2022)

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „კამაზის" ტიპის სატვირთო ხევში გადავარდა და მძღოლი ადგილზე დაიღუპა - ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

სოფლის დეპუტატის, მამუკა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მანქანა დატვირთულ ნაშალ მასალას ცლიდა.

„კამაზის მარკის სატვირთო მანქანა ნაშალ მასალას ცლიდა. ჩამოცურდა მანქანა და ჩავარდა ხევში. მძღოლი გარდაიცვალა", - ამბობს ის.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო და სამაშველო სამსახურებია მობილიზებული. „სამხრეთის კარიბჭეს" ინფორმაციით, რელიეფის სირთულის გამო, ხევში გადავარდნილ სატვირთომდე ჩასვლა სპეცტექნიკის გარეშე ვერ ხერხდება.

წყარო: "მთავარი არხი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე