რეზონანსი
(09.08.2022)
უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს ცნობით, 17 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი უკვე უკრაინაში გადასვენებული.
"მორიგი ოპერაცია ჩატარდა დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გადმოსვენების მიზნით. უკრაინამ კიდევ 17 დამცველის ცხედარი დააბრუნა", - წერია უწყების განცხადებაში.
ოპერაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისრის ოლეგ კოტენკოსა და უკრაინის სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობით, ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად განხორციელდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე