რეზონანსი
(07.08.2022)
ახალქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში 27 წლის ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს.
ოჯახის წევრები ექიმებს უყურადღებობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
როგორც გარდაცვლილის დეიდაშვილი ადგილობრივ გამოცემასთან ჰყვება, ახალგაზრდა ქალმა ერთი კვირის წინ ახალციხეში, ფიზიოლოგიური წესით იმშობიარა და მიუხედავად ჩივილებისა პაციენტი მაინც გაწერეს სახლში.
მდგომარეობის გაუარესების გამო, ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს, იგი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დღეს კი გარდაიცვალა.
მომხდარის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
წყარო: toktv.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე