რეზონანსი
(07.08.2022)
თბილისში 42 წლის მორის როპიაკის ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფეისბუკ-მომხმარებელი თეა კიბაბიძე ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო კვალი თბილისის ზღვის მიმდებარედ ფიქსირდება.
„დამეხმარეთ და გაავრცელეთ!!! ვეძებთ!!! 5 აგვისტოს დღის 12 საათის შემდეგ თემქაზე, ზღვის ტერიტორიაზე ფიქსირდება ბოლო კვალი. ძებნითი სამუშაოები ზღვაზე მიმდინარეობს, არ გაჩერებულან, ვერ ვპოულობთ. 42 წლის ბიჭი (ჩემი სიძე) მორისი როპიაკი. იქნებ ვინმემ სადმე ნახოთ ან ნახეთ." - წერს დაკარგულის ოჯახის წევრი.
ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში დარეკეთ 112-ში.
tia.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე