რეზონანსი
(07.08.2022)

აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში მცხოვრებმა რუსებმა აქცია გამართეს.

მათი განცხადებით, ისინი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აპროტესტებენ და საქართველოს დამოუკიდებლობას მხარს უჭერენ.

„აქ ვართ რუსები, რომლებიც ომის წინააღმდეგი ვართ, გვინდა გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ძალიან მტკივა, რომ ჩემს ქვეყანას საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

„რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას, საქართველოს მოქალაქეებს საზღვრებიდან ყოველდღე იტაცებენ. ჩვენი დღეს აქ მოსვლის მიზანია ვაჩვენოთ ქართველებს, რომ არსებობენ რუსები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას პატივს სცემენ", - განაცხადა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე