რეზონანსი
(07.08.2022)

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) ამერიკის შეერთებული შტატების მისია რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის 14 წლისთავს ეხმაურება. განცხადებას მისია „ტვიტერის" საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

„რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის 14 წლისთავზე, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ არსებულ პოზიციებზე და გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება", - ნათქვამია ეუთოში აშშ-ის მისიის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე