რეზონანსი
(07.08.2022)

"14 წლის თავზე თუ ჩვენ არ ვივარგებთ და ჩავბარდებით ოკუპანტებს, ჩვენი გმირი თანამოქალაქეების დაღვრილი სისხლი სამწუხაროდ, შეიძლება იქცეს ამაოდ. მათი გეგმით და მათი მოკავშირეების გეგმით, წლების შემდეგ, არც 7 აგვისტოს და არც 8 აგვისტოს, აქ ასე არავინ უნდა მოვიდეს ჩვენი ბიჭების წინაშე ქედის მოსახრელად. ეს არის ჩანაფიქრი, იდეოლოგიური ბრძოლაა კრემლის მხრიდან წარმოებული და ერთ-ერთი კომპონენტი ამ ბრძოლის, ზუსტადაც გულისხმობს, რომ გმირების თავდადებას ჩრდილი მიაყენონ", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე