რეზონანსი
(02.07.2022)
რიკოთის უღელტეხილზე ერთმანეთს ორი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ორივე მძღოლი დაშავდა.
მომხდარის გამო საავტომობილო გზაზე მრავალკილომეტრიანი საცობი.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე