რეზონანსი
(02.07.2022)

უბედური შემთხვევა თბილისში. იოანე პეტრიწის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში 80 წელს გადაცილებული ცოლ-ქმრის ცხედრები იპოვეს.

გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციაა.

პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვის მიზეზად არასწორად დამონტაჟებულ წყლის გამათბობელი სახელდება.

ცხედრები უკვე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე