რეზონანსი
(01.07.2022)

გამოცემის ცნობით, სანქციების ახალი პაკეტისთვის მზადება აქტიურად გრძელდება, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა დაჟინებით მოითხოვს სანქციების გამკაცრებას, მაგალითად, გაზზე, თუმცა ჯერჯერობით ევროკავშირი არ არის მზად სანქციების გადამწყვეტი ნაბიჯებისთვის და სავარაუდოდ, ყურადღება გამახვილდება არსებული სანქციების გაძლიერებასა და გაფართოებაზე.

ევროკომისიამ უკვე დაიწყო მუშაობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტზე, რომელიც შესაძლოა რუსეთიდან ოქროს იმპორტზე ემბარგოს გულისხმობს, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი ოქროს მოპოვების სიდიდით მეორე ქვეყანაა მსოფლიოში. მანამდე G7-ის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვას გეგმავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე