რეზონანსი
(01.07.2022)

ქუთაისში მკვლელობა მოხდა - არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა.

შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ყოფილმა მეუღლემ თავისა და ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დანით.

ინფორმაციას ლევან ჭელიძე ავრცელებს.

„ძლიერი ხმაური შემოგვესმა ეზოში, ავედით, კარი ძალით შევაღეთ და ოთახში სისხლის გუბე იდგა, გვამს რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა თავისა და ყელის არეში, ფაქტიურად ყელი გამოჩეხილი ჰქონდა. მკვლელი ეცადა გაქცევას, თუმცა კარი გადავუკეტეთ და არ მივეცით საშუალება გაქცეულიყო. ამ დროს პოლიციაც მოვიდა.

დღეს ყოფილა მოსული, ბავშვი წაუყვანია, თავის დასთან დაუტოვებია და მერე მობრუნებულა უკან, რის შემდეგაც ბინიდან ისმოდა ყვირილი. ავიდნენ მეზობლები და დახვდათ მოკლული ახალგაზრდა ქალი”, – ამბობენ  მეზობლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე