რეზონანსი
(01.07.2022)

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გზის გავლას „წლები ან ათწლეულები არ უნდა დასჭირდეს".

„დღეს, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან ერთად, ხელს ვაწერთ ერთობლივ განცხადებას, რომელიც არის ხელისუფლების ყველა შტოს ერთიანობის ნიშანი და მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მივაღწიოთ უკრაინის სტრატეგიულ მიზანს - ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას. ამ განცხადების ხელმოწერა უნდა ნიშნავდეს იგივეს, რასაც ომის მეხუთე დღეს გაწევრიანების განცხადებაზე ხელმოწერა ნიშნავდა," - წერს აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინამ გაწევრიანებისთვის საჭირო სამუშაოს საკუთარი ნაწილი სრულყოფილად უნდა შეასრულოს, იმისთვის, რომ ევროკავშირმა ქვეყნისთვის კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება მიიღოს.

„კანდიდატის სტატუსის მიღებას 115 დღე დასჭირდა და ჩვენი გაწევრიანების გზას წლები ან ათწლეულები არ უნდა დასჭირდეს. ეს გზა სწრაფად უნდა გადავლახოთ. გავხადოთ სამუშაოს ჩვენი ნაწილი სრულყოფილი, რათა მივცეთ საშუალება ჩვენს მეგობრებს ევროკავშირში მიიღონ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენთვის ისეთივე სწრაფად და კონსოლიდირებულად", - აღნიშნა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე