რეზონანსი
(01.07.2022)

მარიუპოლის მერის მრჩეველის პიოტრ ანდრიუშენკოს ინფორმაციით, ქალაქში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

ანდრიუშენკოს ცნობით, სამარხში 100-ზე მეტი ცხედარია ნაპოვნი.

„ახალი ძმათა სასაფლაო ლევობერეჟიეს ნანგრევების ქვეშ. კიევის ქუჩა 53. კვლავ 100-ზე მეტი ცხედარი თებერვლის ბოლოდან", - აღნიშნავს ანდრიუშენკო.

მერის მრჩეველი ამბობს, რომ მარიუპოლში ექსჰუმაცია ფაქტობრივად შეჩერებულია.

„საოკუპაციო ხელისუფლება იმდენად არის გატაცებული აღდგენის სურათის შექმნით, რომ დაკრძალვისთვის არ სცალიათ. ქუჩაში მოწყობილი დროებითი საფლავები თანდათან მუდმივად იქცევა", - ამბობს ანდრიუშენკო.

უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, რუსეთის საომარი მოქმედებების შედეგად მარიუპოლში 22 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე