რეზონანსი
(01.07.2022)
ყვარლის ტყეში 68 წლის მამაკაცისგან ფულის გამოძალვისთვის დაკავებულების ოჯახის წევრებმა სოფელი დატოვეს. ადგილობრივები დაუფარავად აცხადებენ, რომ ასეთი რამ მათ სოფელში არასდროს მომხდარა და მსგავსი ადამიანები მათ გვერდით ვერ იცხოვრებენ:
„ადგილობრივებმა, როგორც კი გაიგწს ამ ფაქტის შესახებ, ერთ-ერთი დამნაშავე სახლიდან გამოათრიეს, წაიყვანეს ტყეში და სცემეს. მეორე უკვე დაკავებული იყო.
არ ვაპატიებთ ასეთ რამეს. დიდი ხანია ამ მხარეში ასეთი რამ არ მომხდარა, ყველა გაოგნებულები ვართ“, – აღნიშნა ადგილობრივმა “ტვ პირველთან” საუბრისას.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე