რეზონანსი
(01.07.2022)

პირველი ივლისიდან პოლონეთის მთავრობა უკრაინელი ლტოლვილებისთვის შემწეობის გადახდა შეწყვიტა, რომელიც დღეში 40 ზლოტის დახმარებას გულისხმობდა. ამის შესახებ პოლონეთის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ლტოლვილთა საკითხებში მთავრობის კომისარმა პაველ შეფერნაკერმა განაცხადა, ინფორმაციას Rzeczpospolita ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილება უკრაინელი ლტოლვილებისთვის გადასახადების შეჩერების თაობაზე იმ დიდი ხარჯებით აიხსნება, რომელიც წინა 4 თვეში განხორციელდა.

პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, ლტოლვილთა უმრავლესობას შეუძლია ადაპტირდეს და დამოკიდებელი აღარ იყოს პოლონეთის მთავრობის დახმარებაზე, მისი განცხადებით, არიან ისეთების, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან, ამიტომ გარკვეული კატეგორიებისთვის, როგორიცაა მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ პირები, ორსულები, იმოქმედებს შეღავათები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე