რეზონანსი
(30.06.2022)
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით,ნებისმიერი ადამიანი, ვინც ძალადობს, კანონის წინაშე პასუხს აგებს.
"რა თქმა უნდა, ნებისმიერ ძალადობას ვგმობთ. ამაში "ქართული ოცნების" აქტივისტებს არავითარი როლი არ გააჩნიათ. ნებისმიერ ძალადობას პირადად მე და ჩვენი პარტია ვგმობთ. იმისთვის, რომ საქართველოში შენარჩუნებული იყოს წესრიგი და მართლწესრიგი, სრულად არიან მობილიზებული სამართალდამცავი ორგანოები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებასაც ჰქონდეს თავისი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული და თავი შეიკავონ ძალადობისგან. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ძალადობს, შესაბამისად აგებს პასუხს კანონის წინაშე",- განაცხადა დავითაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე