რეზონანსი
(17.01.2022)

წალენჯიხაში უბედური შემთხვევა მოხდა. შვილის მიერ გასროლილმა ტყვიამ შემთხვევით დედა, 50 წლამდე ქალი იმსხვერპლა. ქალი თავის არეში ტირის თოფით დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ქალი საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოცემა „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, შუახნის ქალი მ.ფიფია წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის სერტიფიცირებული პედაგოგი იყო.

„უჭკვიანესი და დაფასებული ქალი სკოლაში, უდიდესი დანაკლისი. ასეთი უბედური შემთხვევა დატრიალდა. შვილი პნევმატური ტირის თოფს წმენდდა და ლულაში ტყვია ყოფილა გაჩხერილი. ხელი რომ გამოსდო, გაისროლა და შემთხვევით დედას მოხვდა, საძილე არტერიაში... აბა რა გითხრათ, ვერ მოხერხდა ქალის გადარჩენა", - ამბობს ოჯახის ახლობელი.

წყარო: "პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე