რეზონანსი
(17.01.2022)

სსრკ-ში ასე იწერებოდა რეჟიმისთვის მიუღებელი პირების წინააღმდეგ ვითომ მშრომელთა კოლექტიური წერილები, რომელთა უკანაც კომპარტიის ყურები ჩანდა, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე თეა წულუკიანის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას.

მისი ვარაუდით, ამ კამპანიის უკან კონკრეტული ოპოზიციური პარტია დგას.

„თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნის პეტიცია რაღაც კომუნისტური აზროვნების ნაჟური მგონია.

სსრკ-ში ასე იწერებოდა რეჟიმისთვის მიუღებელი პირების წინააღმდეგ ვითომ მშრომელთა კოლექტიური წერილები, რომელთა უკანაც კომპარტიის ყურები ჩანდა. როგორ ფიქრობთ, ამ ე.წ. „პეტიციის" უკან რომელი პარტიის ყურები ჩანს?" - წერს ანჯაფარიძე facebook -ზე.

კულტურის სამინისტროს განცხადებით, ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის წიგნი, სადაც ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი. სამინისტრომ მუზეუმისგან მოითხოვა, რომ აღნიშნული გამოცემის გავრცელება შეწყდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე