რეზონანსი
(17.01.2022)

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიის განახლებულ ბადესთან და ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

მთავარი არხი ახალ სეზონს განახლებული ბადით ხვდება. ყველა მნიშვნელოვანი პროექტი შენარჩუნებული, იქნება ახალი და საინტერესო პროექტებიც.

დღეს შევჩერდები მხოლოდ ცვლილებაზე ახალი ამბების და თოქშოუების კუთხით:

1. გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახდა გიორგი გაბუნია.

2. პოსტ ფაქტუმს წაიყვანს მიშა სესიაშვილი. პოსტ ფაქტუმის ჯგუფს შეემატა ბექა ყორშიაც.

3. შაბათის ფორმატი აქამდე არსებული სახით, გაუქმდა. მის ნაცვლად შემოგთავაზებთ ახალი ამბების გამოშვებას, საინტერესო ფორმატით. გადაცემას წაიყვანს თამარ ბაღაშვილი.

4. გამომდინარე იქედან, რომ თამარ ბაღაშვილი ცხრიანი მთავარის წამყვანია, გაუქმდა "დებატები თამარ ბაღაშვილთან".

5. შეიცვალა ჩემი გადაცემის დროც. მთავარი აქცენტები იქნება ხუთშაბათობით 22:00 საათზე. პროექტი ხალხის ხმა დაიხურა, ხოლო მტავარი გოგოები იქნება კვირას, 23:00, პოსტ ფაქტუმის შემდეგ.

სხვა სიახლეებზე მოგვიანებით გაცნობებთ.

გმადლობთ, რომ გვიყურებთ" წერს ნიკა გვარამია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე