რეზონანსი
(17.01.2022)

კომპანია Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან ბანსელმა განაცხადა, რომ კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინა 2023 წლის შემოდგომისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს.

Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, აღნიშნული თარიღი საუკეთესო სცენარის შემთხვევაშია შესაძლებელი, თუმცა მიიჩნევს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში კომბინირებული ვაქცინა მომავალ წელს შეიძლება გაჩნდეს.

„ჩვენი მიზანია, ერთი წლიური გამაძლიერებელი დოზა გვქონდეს, რათა არ გვქონდეს შესაბამისობის პრობლემები, როდესაც ადამიანებს არ სურთ ზამთარში ორი-სამი დოზის მიღება", - აღნიშნა სტეფან ბანსელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე