რეზონანსი
(17.01.2022)

ქვეყანაში არასახარბიელო კოვიდვითარებაა, მაგრამ დღეს სასწავლო დაწესებულებები გაიხსნა. ბევრმა მშობელმა შვილი სახლში დატოვა ონლაინ მეცადინეობის იმედად, თუმცა საკმაო ნაწილმა ბავშვები სკოლებსა და ბაღებში გაუშვა. რა შემთხვევაში უნდა დარჩნენ ბავშვები სახლში, ამის შესახებ ექიმი გიორგი ღოღობერიძე კონკრეტულ რჩევას იძლევა

„თუ ბავშვებისთვის აქამდე კოვიდი უსაფრთხო იყო, ახლა კიდევ უფრო უსაფრთხო ინფექციად რჩება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა შემთხვევები მკვეთრად მოიმატებს, მაინც საჭიროა გარკვეული სიფრთხილის ზომების დაცვა: თუ ბავშვს აღენიშნება სურდო, გაციების ნიშნები, ყელის ან თავის ტკივილი, დაღლილობა, ცემინება, სიცხეც რომ არ ჰქონდეს, სასურველია სახლში დარჩეს და მეცადინეობა ონლაინ გააგრძელოს. 

ბავშვები უფრო ატარებენ ნიღაბს და იცავენ წესებს, ვიდრე ზრდასრულები. კარგი იქნება, თუ მასწავლებლებმაც გაითვალისწინონ და კარგად დააკვირდნენ, არიან თუ არა ბავშვები დისტანცირებულები, აქვთ თუ არა ნიღაბი და არის თუ არა ოთახი ვენტილირებული“, - განაცხადა ღოღობერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე