რეზონანსი
(29.10.2020)


მამუკა მდინარაძე უერთდება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნების" სამი მაჟორიტარობის კანდიდატიდან - ლევან კობიაშვილი, სოზარ სუბარი და ირაკლი ქადაგიშვილი - რომელიმე ვერ მოიგებს არჩევნებს, ის პოლიტიკიდან წავა.

"ფეიკ გვერდები მუშაობენ, ნაცების ბოტები მუშაობენ და ჩაშლილია ახალი დავალებები, მათ შორის თითქოს ნიკა მელია პირველივე ტურში 61%-ით იგებს გლდანში არჩევნებს. ეს დასაცინი ამბავია, ამაზე მოკლეფეხებიანი ტყუილი აღარ არსებობს. ამაზე, მე მგონი, კობახიძემ გაგცათ კარგი პასუხი და შეთავაზებაც ძალაშია. დიდი სიამოვნებით შევუერთდებოდი [კობახიძეს] და ვუერთდები ირაკლი კობახიძის ამ დათქმას. ყოველგვარი სხვა პირობის გარეშე", - თქვაა მდინარაძემ.

მდინარაძემდე ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ თუ კობიაშვილი, სუბარი ან ქადაგიშვილი თავიანთ ოლქებში არჩევნებს ვერ მოიგებდნენ, ის პოლიტიკიდან წავიდოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ჩაწერა სახელი