რეზონანსი
(29.10.2020)


"ქართულმა მარშმა" რუსთავიდან თბილისში შემოსასვლელი გზა გადაკეტა. მარშელები დედაქალაქში არ უშვებენ იმ ავტოკოლონას, რომელიც "ენმ- ძალა ერთობაშიას" შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მოდის.

"ქართული მარშის" გამო მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია. პოლიცია გზის გახსნას ცდილობს, თუმცა მარშელები სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევენ.

ენმ- ძალა ერთობაშიას შემაჯამებელი აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე დღეს 18 საათზე უნდა დაიწყოს. აქციაზე დასასწრებად მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებიდან მხარდამჭერები დილიდან მოიდიან.

თავისუფლების მოედანი და მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია. აქციის დასრულებისთანავე საავტომობილო მოძრაობა აღდგება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ჩაწერა სახელი