რეზონანსი
(29.10.2020)


ფოთში, მალთაყვას უბანში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა გაქურდეს.

ფოთის მერიის წარმომადგენლის ინფორმაციით, შენობიდან წაღებულია ორი კომპიუტერი.

„წაღებულია ორი კომპიუტერის პროცესორი. კარები დაკეტილი დაგვხვდა. სავარაუდოდ, ფანჯრიდან შევიდნენ. პოლიცია დაადგენს ყველაფერს,"- განაცხადა მერიის წარმომადგენელმა მალთაყვის უბანში, უჩა დოლიძემ.

ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ჩაწერა სახელი