რეზონანსი
(22.10.2020)


დანაშაულებები სამწუხაროდ ხდება არა მარტო საქართველოში. ფაქტია, რომ პოლიციამ თავი გაართვა ამოცანას, რომა რ დაშავებულიყო მოქალაქემ, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

გიორგი ვოლსკის თქმით, ვახტან გომელაურმა გუშინ ზუგდიდში ჩატარებულ ოპერაციას წარმატებით უხელმძღვანელა.

„საკმაოდ კარგად უხელმძღვანელა ამ ოპერაციას, როგორც ბევრ სხვა რამეს ვახტანგ გომელაურმა, რომელიც იყო ზუგდიდში და ნებისმიერი დანაშაული იქნება აღკვეთილი. ვფიქრობ ამ თემიდან პოლიტიკური დივიდენდების მიღება არის უზნეობა. ვხედავთ, რომ უამრავი პოლიტიკური სვავი ხეზე შემომჯდარი ელოდება, როდის დაიღვრება სისხლი, რომ დაეწაფოს და ეს როგორმე განავითაროს თავის პოლიტიკური მიზნების სტრატეგიული მიმართულებით", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ჩაწერა სახელი