რეზონანსი
(30.09.2020)

დღე­ი­დან ამოქ­მე­დე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის თა­ნახ­მად, covid-19 -ის მქო­ნე უსიმპტო­მო პირს 10 დღის შემ­დეგ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭე­ბა, ხოლო მცი­რე სკიპ­ტო­მე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლად ჩა­ით­ვლე­ბა ნა­ცხის აღე­ბი­დან 13 დღის შემ­დეგ.

"ამ ცვლი­ლე­ბის შე­მო­ღე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კო­ლის ამოქ­მე­დე­ბამ გა­ა­ჩი­ნა. ახა­ლი გა­იდ­ლა­ი­ნით, ის პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ვირუ­სის მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბათ, რჩე­ბი­ან ბი­ნა­ზე ან გა­და­დი­ან კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში. მას შემ­დეგ რაც გავა 10 დღე, ისი­ნი არ არი­ან ვალ­დე­ბუ­ლი მი­ვიდ­ნენ კლი­ნი­კებ­ში და ჩა­ი­ტა­რონ ორ­ჯერ ტეს­ტი კო­რო­ნა­ვირუს­ზე. ეს ეხე­ბა მხო­ლოდ უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტებს. პრაქ­ტი­კამ აჩ­ვე­ნა, რომ უსიმპტო­მო და მსუ­ბუ­ქი მიმ­დინ­რე­ო­ბის პა­ცი­ენ­ტე­ბი, ათი დღის შემ­დეგ არ არი­ან ვირუ­სის გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბი და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლად ით­ვლე­ბი­ან.

ხაზ­გას­მით ვამ­ბობ, ეს ეხე­ბა მხო­ლოდ მსუ­ბუქ პა­ცი­ენ­ტებს. რაც შე­ე­ხე­ბა კლი­ნი­კა­ში მყოფ კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტებს, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში კვლავ მოქ­მე­დებს კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის გა­იდ­ლა­ი­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ორ­ჯე­რა­დი ტეს­ტი­რე­ბა არის სა­ჭი­რო პა­ცი­ენ­ტის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლად ჩა­სათ­ვლე­ლად.

ახალ პრო­ტო­კოლ­ზე მუ­შა­ობ­დნენ კლი­ნი­ცის­ტე­ბი, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ექ­სპერ­ტე­ბი და სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი covid-19 -ის მარ­თვა­ში" - ამ­ბობს ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის პროგ­რა­მე­ბის უფ­რო­სი.

ეკა ადა­მი­ას თქმით, უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბი ნა­ცხის აღე­ბი­დან 10 დღის გას­ვლის შემ­დეგ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ას არ სა­ჭი­რო­ე­ბენ, ხოლო მცი­რე სიმპტო­მე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი იზო­ლა­ცი­ა­ში უნდა დარ­ჩნენ ნა­ცხის აღე­ბი­დან 13 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.

"ეს ეხე­ბა რო­გორც ბი­ნა­ზე, ისე სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში მყოფ პა­ცი­ენ­ტებს. ასე­თი მიდ­გო­მა აქვს მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნას. იც­ვლე­ბა მიდ­გო­მე­ბი ვირუს­თან ბრძო­ლა­ში, რა­საც ჩვენც ვუ­წყობთ ფეხს, ცხა­დია" - აცხა­დებს ეკა ადა­მია.

იხილეთ სრულად: Ambebi.ge

ჩაწერა სახელი