რეზონანსი
(30.09.2020)

თელავის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ნიმუში გეგმიური შემოწმების დროს აუღეს და დღეს ცნობილი გახდა, რომ პასუხი კოვიდ-19-ზე დადებითი აღმოჩნდა. მედიკოსი თავს კარგად გრძნობს და ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები ამ ეტაპზე არ აღენიშნება.

სპეციალისტებმა ექიმს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარეს, რომლის პასუხი ცნობილი სავარაუდოდ, ხვალ გახდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ აქტიურად მიმდინარეობს კონტაქტების და წყაროს დადგენა.

დაინფიცირებული ქალი და მისი მეუღლე თელავის ორ სხვადასხვა საავადმყოფოში მუშაობენ. ორივე მათგანი ახლა თვითიზოლაციაში, ეპიდემიოლოგების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ჩაწერა სახელი