რეზონანსი
(30.09.2020)

უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გენერალურ პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას საპატრიარქო ეხმაურება. საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ძველი კომისია, რომელიც დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მუშაობდა, არაეფექტური იყო.

"რა მასალებიც აქვს პროკურატურას, ძალიან რთულია ჩვენთვის თქმა, იმიტომ, რომ ჩვენ იგივე ინფორმაცია გვაქვს, რაც ზოგადად საზოგადოებისთვის არის ცნობილი. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რაზე შეიძლება იყოს დავა, ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს ადრეც და ახლაც შეგვიძლია ამის გამეორება, რომ ძველი კომისია, რომელიც მუშაობდა, მუშაობდა არაეფექტურად და ჩვენ ვამბობდით ამის შესახებ, რომ ძალიან საეჭვო დასკვნები დადო იმ კომისიამ, და როგორც იკვეთება პროკურატურის განცხადებიდან, სწორედ ამ საკითხს ეხება ეს ძიება.

სანამ პროკურატურა გააკეთებდა ამ განცხადებს, მთელი წლის განმავლობაში ვამბობდით, რომ წინა კომისია, რომელიც ახლა უკვე შეცვლილია, მუშაობდა ძალიან საეჭვოდ," - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

ჩაწერა სახელი
მედეა (01.10.2020)
არაეფექტური თუ სახელმწიფოსთვის ზიანის მიმყენებელი?! კარგია, რომ რუკა ნაპოვნია, მაგრამ უშველის ეგ წამხდარ საქმეს?

ჭორლეონე (30.09.2020)
რაღაც არასდროს გამიგია რამე გეთქვას, მოგიტყან პატრონი

*** (30.09.2020)
არაეფექტური რბილად ნათქვამია,გაგვყიდეს ვიღაცეებმა ესაა სწორი.